08 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
100-ზე მეტი გაუქმებული ავიარეისი და აქციები ბარსელონას აეროპორტში

100-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო ბარსელონას აეროპორტში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო. ათასობით ადამიანი აეროპორტში კატალონიელი ლიდერების მიმართ სასამართლოს განაჩენს აპროტესტებს. მომიტინგეებმა აეროპორტის შესასვლელი გადაკეტეს.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ბლოკირებული იყო სარკინიგზო და საავტომობილო გზებიც. პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავა.

9 კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა გუშინ მიუსაჯა.


დღის ამბები