17 სექტემბერი 2026,   11:32
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს დღეს მისი ძმა მოინახულებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს დღეს საპატიმროში მისი ძმა თორნიკე მამალაძე მოინახულებს. მამალაძე "კურიერთან" დეკანოზის მძიმე ჯანმრთელობის მდგაორეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის პარალიზებულია. პროტესტის ნიშნად თორნიკე მამალაძე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

დეკანოზის ძმა კარვის აღებას არც პარლამენტის წინ არ აპირებს, რომელიც თითქმის უკვე ერთი თვეა გაშლილია. პროტესტის ამ ფორმით მამალაძე მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ პირს ვინც მისი მტკიცებით, არსებული სისტემის გამო უსამართლოდ დაზარალდნენ.

საკუთარი ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, თორნიკე მამალაძემ მომხრეებთან ერთად გუშინ აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც გამართა. მისი მტკიცებით, დეკანოზი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

დღის ამბები