ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტსა და კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა. მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას.