პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებით გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ბარსელონაში. აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა რაც კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებისათვის თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებენ. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს და ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს.
9 კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ორი დღის წინ მიუსაჯა.