ხანძარს ლიბანში სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ბეირუთის მახლობლად ტყის მასივს უკიდია.
ლიბანის წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათგან 18 სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციაც.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია საჰაერო ტექნიკა. ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია.