ერთი ადამიანი დაიღუპა 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ბრაზილიაში. შემთხვევა ქალაქ ფორტ-ალეზაში მოხდა.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.
საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.