თურქული სამხედრო ძალები ჩრდილოეთ სირიაზე ინტენსიურ შეტევებს განაგრძობენ. ანკარამ კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალები გაგზავნა. კონფლიქტის გამო ქურთების ნაწილმა თავი ერაყს შეაფარა.
ერაყში ჩასვლას გეგმავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. პარიზი შიშობს, რომ ანკარის სამხედრო ოპერაცია დაეშის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ბანაკიდან გაქცეულ ”ისლამური სახელმწიფოს” წევრებს შორის საფრანგეთის მოქალაქეებიც არიან. დღესვე გაეროს უშიშროების საბჭო თურქეთ-სირიის საკითხზე შეიკრიბება.