16 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
"ნუ იქნები ხისტი და სულელი" - დონალდ ტრამპმა ერდოღანს მისწერა

"ნუ იქნები ხისტი და სულელი" - ეს ამონარიდია წერილიდან, რომელიც დონალდ ტრამპმა ერდოღანს მისწერა. წერილი თეთრი სახლის ლიდერმა 9 ოქტომბერს გააგზავნა, თუმცა საჯაროდ ახლა გავრცელდა.

დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი ანკარას მოუწოდებს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს და ქურთებთან მოლაპარაკება სცადოს.

"შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მინდა თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი. ისტორია დაგიფასებს, თუკი სწორად და ჰუმანურად მოიქცევი, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება,"- წერს ტრამპი.

ტრამპის მიერ ერდოღანისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსის გამოქვეყნებით თეთრი სახლი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ერდოღანისთვის ოპერაციის დაწყებაზე "მწვანე შუქი" არ აუნთია. თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო.

დღის ამბები