ვეტერანების დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და თბილისის მერი ვეტერანებს შეხვდნენ.
გიორგი გახარიამ ვეტერანებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ისტორიის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება მოგილოცოთ თქვენ და ჩემთვის დიდი პატივია ვხედავდე აქ ამ ქვეყნის ისტორიისთვის მართლაც სასიქადულო და საამაყო სახეებს. იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ისტორიას ქმნით. ჩვენი აქ შეკრების მიზანია იმ ბიჭების ხსოვნის პატივისცემა, რომლებიც დღეს ჩვენთან აქ არ არიან. ერთადერთი რასაც უნდა დავპირდეთ ერთმანეთს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარ იყოს არასოდეს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა და ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.