საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 18 ოქტომბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9682 ლარი გახდა. დღეისთვის მოქმედი კურსი 2.9663 ლარი იყო, კურსის ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2980 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2721 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0259 ლარი შეადგინა.