13 სექტემბერი 2026,   17:29
ვრცლად
ვითარება ატოცში - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას დილიდან განაახლებენ

ატოცში საოკუპაციო ხაზთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები პატრულირებას დღეს დილიდან განაახლებენ. "ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლების თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ატოცში უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესს ხელი შეუშალონ. მოძრაობის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და პრინციპული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელის ლაშა ბერულავას თქმით, ატოცში რუსი ოკუპანტები დღეს გამოჩნდებიან.

"განვაახლებთ პატრულირებას, იმ მიზნით, რომ არ გაგრძელდეს უკანონო ბორდერიზაცია უკვე ბოძების ინსტალირების სახით, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შემდგომში ისევ მავთულხლართების გავლება.

ჩვენი ინფორმაციით, რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზთან დღეს გამოჩნდებიან, რადგან ორშაბათია. ჩვენ ვრჩებით ატოცში სანამ ამის უფლებას არ შეგვიზღუდავენ,"- აგნაცხადა "კურიერთან" საუბრისას "ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენელმა ლაშა ბერულავამ.

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე 11 თვის წინ დაწყებული "ბორდერიზაციის" პროცესი 2 დღის წინ განაახლეს.  

დღის ამბები