09 სექტემბერი 2026,   04:13
ვრცლად
"რუსთავი2-ის" 60%-იანი წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება

"რუსთავი 2-ის" 60%-იანი წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით, პირველი პოლიტიკური შეფასებები კეთდება. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ივანიშვილის კონტროლირებადი სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს მნიშვნელობა აღარ აქვს.

"მთავარი ამ პროცესებში იყო ის, რომ "რუსთავი 2" გადაეცა ხალვაშს და შეიცვალა სარედაქციო პოლიტიკა,"- ამბობს კახიძე. 

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განმარტებით კი, ის სასამართლოს პრეროგატივაში ვერ ჩაერევა, - "პოზიცია არ მაქვს, არ ვარ კომპეტენტური," - დასძინა ცქიტიშვილმა.

"რუსთავის2-ის" 60 % -იანი წლისი დაყადაღების შესახებ, დღეს გახდა ცნობილი. აქიმიძე-დვალის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ, ტელევიზიის დამფუძნებლების სარჩელი წარმოებაში მიიღო.

 "რუსთავი 2-ის" 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 ოქტომბერს მიმართეს.

დღის ამბები