27 დეკემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე ახალი ელექტროსადგური გაიხსნა
"რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნა, რომელიც კომპანია "სიმენსის" ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ელექტროსადგურის სიმძლავრეა 9,0 მვტ. მათივე ინფორმაციით, კონდენსაციური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდება SIEMENS SST-300-ის ერთი ორთქლის კონდენსაციური ტურბინა ნომინალური 9,0 მვტ ელექტროსიმძლავრით.
 
პროექტის საერთო ჯამურმა ბიუჯეტმა 5,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ახალი ელექტროსადგურის საშუალებით ქვეყანა საბითუმო ბაზარზე 20%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას შეიძენს. 


დღის ამბები