კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედის მიერ მოკლული ჩვილის მამას ბრალი წარედგინა, მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარედგინა, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ახლობლების განცხადებით, მიხეილ დვალიშვილმა ცოლად მოყვანის პერიოდში არ იცოდა, რომ მისი მეუღლე არასრულწლოვანი იყო.
"ბრალს რა თქმა უნდა არ ვაღიარებთ, არ იცოდა ასაკი. ის დედას გამოექცა სახლიდან და შეიფარა გზააბნეული გოგო, ამის გამო შეიძლება დაისაჯოს,"- ამბობს "კურიერთან" საუბრის დროს მიხეილ დვალიშვილის ნათესავი ნანა დვალიშვილი.
"გარდაცვლილი ჩვილის დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი მინიმუმ შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება. დაცვის მხარე დავაყენებთ შუამდგომლობას საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს მიხეილ დვალიშვილი," - ამბობს უფლებადამცველი მიხეილ ჩომახაშვილი.
მიხეილ დვალიშვილის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ შესაძლოა დღესვე იმსჯელოს.
შეგახსენებთ, დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მკვლელობა სოფელ აღაიანში რამდენიმე თვის წინ მოხდა. სწორედ მკვლელობის შემდეგ გახდა გამოძიებისთვის ცნობილი, რომ მიხეილ დვალიშვილმა თავის დროზე ცოლად არასრულწლოვანი გოგო მოიყვანა, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვი სისხლის სამართლის წესით ისჯება.