20 აგვისტო 2022,   05:56
ვრცლად
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის კელი დეგნანის მკაფიო განცხადებებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა სენატში მოსმენისას სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო ოკუპაცია, რუსეთის ზეწოლა საქართველოზე, ნატოში გაწევრიანება, თავისუფალი მედია და სასამართლო, წარმატებული რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

კელი დეგნანის მკაფიო განცხადებებს ხელისუფლება აფასებს, როგორც დასტურს, რომ აშშ საქართველოს მტკიცე პარტნიორი და მხარდამჭერია. ოპოზიციამ კი დიპლომატის გამოსვლაში ძირითადად ხელისუფლების კრიტიკა ამოიკითხა. თავად უმრავლესობის წევრების თქმით,  ოპოზიცია ამ განცხადებებს თავისი ინტერესის მიხედვით კითხულობს, მათ შორის იმასაც რაც საერთოდ არ თქმულა.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, ელჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა  სამართლიან არჩევნებზე გადის. სამადაშვცილის შეფასებით, უკანასკნელმა არჩევნებმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია და შესაბამისად ელჩის მთავარი მიზანია, რომ ახალი არჩევნები სხვა სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.

დღის ამბები