26 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
"თავის უფალი ადამიანი" - დათო ტურაშვილმა ახალი წიგნი ქართველ ადვოკატებს მიუძღვნა

მოგზაურობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სამართლის ისტორიაში - დათო ტურაშვილის ახალი წიგნი ქართული სასამართლოს ისტორიას გვიყვება. ეს არის წიგნი სევდიანი წარსულის და საამაყო მაგალითების შესახებ.

როგორც წიგნის ავტორი ამბობს, რომ არ ყოფილიყო მწერალი, იქნებოდა ფეხბურთელი ან ადვოკატი. საგულდაგულოდ შეისწავლა ქართული იურისპრუდენცია და სწორედ ბავშვობის აუხდენელ ოცნებას მიუძღვნა  100 - გვერდიანი ნაშრომი, რომელსაც  "თავის უფალი ადამიანი" უწოდა.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დათო ტურაშვილის ახალი წიგნის წარდგენა ქართული ადვოკატურის 100 წლისთავს დაემთხვა. მწერალი ახალ ნაშრომს უძღვნის სწორედ ქართველ ადვოკატებს, როგორც ყველაზე ღირსეულ, კეთილშობილ და მნიშვნელოვანი პროფესიის ადამიანებს დედამიწაზე.

დღის ამბები