24 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
მთავრობა მასწავლებლების პენსიაზე გასვლის მეორე ეტაპს იწყებს

"ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, იწყება მეორე ეტაპი, რომლისთვისაც სრული დაფინანსება უკვე არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

"პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე, რამაც ხელი უნდა შეუწყობს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რაც დაწყებული იყო ძალზე ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები