19 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოში პროცესი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში შეძახილები და ხმაური მოყვა. წარდგენილ ბრალს არც თავად რურუა აღიარებს.

"მე თავს ვცნობ დაზარალებულად სახელმწიფოს მიერ, პროკურატურიდან. პოლიციის მიერ არის ჩემზე ზეწოლა. მე პრინციპების კაცი ვარ და აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას, აუცილებლად დავიხსნით იმ ერთი კაცისგან ქვეყანას," - განაცხადა სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუამ.

სასამართლო პროცესზე მისული მხარდამჭერი პოლიტიკოსების განცხადებით, რურუა პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

დღის ამბები