მარიამ ჯაშმა საკუთარი კაბინეტი დაცალა. განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი სამუშაო ოთახს პარლამენტში, ამ წუთებში ათავისუფლებს.
მარიამ ჯაში გეგმავს, რომ არცერთ ფრაქციაში არ გაწევრიანდეს, მისი განცხადებით, ნებისმიერ ჯგუფში გაწევრიანება, გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს, მას კი უნდა, რომ იყოს დამოუკიდებელი დეპუტატი და სრულიად თავისუფალი საკუთარ გადაწყვეტილებებში.
"მე არა მხოლოდ თავმჯდომარის პოსტს ვტოვებ, არამედ მაქვს სურვილი რომ ასევე დავტოვო როგორც განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის წევრობა და მაქსიმალურად კონცენტრირება მოვახდინო საგარეო ურთიერთობათა კმიმართულებაზე. იმედი მაქვს, რომ არსებული კვოტირება მომცემს საშუალებას, რომ საგარეო კომიტეტში გავაგრძელო წევრის სტატუსით მუშაობა,"-განაცხადა "კურიერთან" მარიამ ჯაშმა.
როგორც ცნობილია, მარიამ ჯაში უმრავლესობიდან 14 ნოემბერს წავიდა.