07 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
ლოს-ანჯელესში ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მუსიკოსებს პრესტიჟული ჯილდო სხვადასხვა კატეგორიაში გადაეცათ.

"ათწლეულის არტისტად" ტეილორ სვიფტი დასახელდა, მომღერალმა საერთო ჯამში 6  კატეგორიაში გაიმარჯვა. წლის ახალბედა არტისტი კი ბილი აილიში გახდა.

ჯილდოები მიიღეს ბრუნო მარსმა, პოსტ მელონმა, ბიონსემ და სხვა შემსრულებლებმა.

წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში კი, "ქვინის" "ბოჰემურმა რაფსოდიამ" გაიმარჯვა.

ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია დაარსებიდან 47-ედ ჩატარდა.

დღის ამბები