17 ივნისი 2024,   18:59
ვრცლად
ინკასატორზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ინკასატორზე თავდასხმისთვის ფოთში პოლიციამ  ორი პირი დააკავა. 

გამოძიების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს   დაესხა თავს და 39 ათასი ლარი გამოსძალა. თავდამსხმელებმა ინკასატორი მანქანაში დატოვეს და მიიმალნენ.

პოლიციამ ავტომობილიდან ვიდეორეგისტრატორი ამოიღო, რომლის  მეხსიერების ბარათზეც შემთხვევის ყველა დეტალია ჩაწერილი.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები