18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა, სასამართლოს დამნაშავეები ამ დრომდე არ გამოუვლენია

ზუსტად 2 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრში, სკოლის მოსწავლეები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

დღეს მოკლულებს მათი ოჯახის წევრები და ახლობლები გაიხსენებენ, საგანგებო განცხადებას გააკეთებს დავით სარალიძის მამაც, რომელიც უკვე წლებია სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აღნიშნავს, რომ ორი წელი გავიდა, თუმცა დავით სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია.

"ორი წელი გავიდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი, მათ შორის ვინ მოკლა დავით სარალიძე. მე არ ვგულისხმობ, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს, მე ვგულისხმობ ყველა იმ პირს, ვინც მიიღო ამ გარჩევაში მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ოჯახისთვის არამედ მთელი ქვეყნისთვის, რომ ამ კითხვას პასუხი  ამომწურავად გაეცეს," - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შემდეგ სამი პირია დაკავებული, აქიდან ორი უკვე მსჯავრდებულია. პარარელურად  გამოძიება დაიწყო დანაშაულის დაფარვის საქმეზე, სადაც 6 პირი იყო დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი მირზა სუბელიანი, ამ ეტაპზე ექვსივე გათავისუფლებულია.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ლევან დადუნაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანაში პირველ დეკემბერს, ხოლო დავით სარალიძე კლინიკაში 2 დეკემბერს.

დღის ამბები