09 სექტემბერი 2026,   01:35
ვრცლად
საია "აჭარის ტელევიზიის" დირექტორს მოუწოდებს, თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც საიაში აღნიშნავენ, დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და გამოთქვამენ მზადყოფნას, დაიცვან თითოეული ჟურნალისტის უფლება.

"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. მათ შორის, ახლადარჩეული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გაკეთებული განცხადებები. საუბრობს სარედაქციო პოლიტიკის მართვის ნაწილში მისი მოადგილის, ნათია ზოიძის ჩამოშორებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკის მართვა არსებითად განსხვავდება სარედაქციო დამოუკიდებლობისგან. მოვუწოდებთ "აჭარის ტელევიზიის" დირექტორს, უზრუნველყოს თითოეული თანამშრომლის სარედაქციო დამოუკიდებლობა,"- განაცხადა საიას იურისტმა ნათია გოგესაშვილმა.

შეგახსენებთ,"აჭარის ტელევიზიის" თანამშრომლების განცხადებით, დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძის სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოითხოვა და ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები