13 სექტემბერი 2026,   17:24
ვრცლად
გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის რვა შეხვედრა გაიმართა

გუშინ გვიან ღამით უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის რვა შეხვედრა გაიმართა. საყოველთაო ინტერესი გამოიწვია მილანში ადგილობრივი "ინტერსა" და კატალონიის "ბარსელონას"  დაპირისპირებამ.

მერვედფინალში მოსახვედრად იტალიელებს გამარჯვება სჭირდებოდათ. ესპანურ კლუბს კი მომდევნო ეტაპზე თამაში განაღდებული ჰქონდა, შესაბამისად "ბარსელონა" მილანში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა, მიუხედავად ამისა, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, "ბარსელონამ" კარლეს პერესის და ანსუ ფატის გოლებით მეტოქე 2-1 დაამარცხა.

მერვედფინალში კატალონიელების მსგავსად დორტმუნდის "ბორუსია" ითამაშებს, მილანის "ინტერი" კი ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

კიდევ ერთო საინტერესო მატჩი ჩატარდა ამსტერდამში, "აიაქსმა" ესპანურ "ვალენსიას"  უმასპინძლა, მერვედფინალში მოსახვედრად მასპინძლებს ქულაც ჰყოფნიდათ თუმცა ესპანელებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი როდრიგოს ანგარიშზეა. ვალენსიას მსგავსად მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპობა ლონდონის "ჩელსიმ", ბრიტანელებმა საკუთარ მოედანზე ლილი 2-1 დაამარცხეს.

დღის ამბები