18 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს მიაკუთვნა

სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა,- ამის შესახებ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" თავჯდომარემ არჩილ კაიკაციშვილმა და ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი მთავარი მოთხოვნა ტბაზე სრულმასშტაბიანი ინვენტარიზაცია, სავარაუდო დარღვევების შემოწმება და პრევენციაა.

"მიმაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღო სრულიად ადეკვატური გადაწყვეტილება და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მაღიარა მე, ისევ 2024 წლამდე, ლიცენზიის მფლობელად და მასზე უფლებების განმავითარებლად. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო დადგა მოწოდების სიმაღლეზე, განსხვავებით ქალბატონი მოსამართლე მაია ვაჩაძისაგან, რომელმაც ძირითად ქონებრივ დავაზე მიიღო ნამდვილად არაადეკვატური გადაწყვეტილება,"- განაცხადა ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლისის ტბის ნაკვეთზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში იყო, ხაზარაძის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, რამაზ ახვლედიანი პრეტენზიას 2012 წლიდან აცხადებდა.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მას ლისის ტბაზე ქონება ყოფილმა ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა. რამაზ ახვლედიანი "თი ბი სი ბანკის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძესაც ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ხაზარაძეც ხელისუფლებასთან გარიგებული და მისთვის წართმეული წილების არაკეთილსინდისიერი შემძენია.

ამავე თემაზე
დღის ამბები