17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
მორიგი შეტევა მამუკა ხაზარაძეზე - სასამართლოში ლისის ტბის საქმის განხილვა განახლდა

ლისის ტბის საქმე - დავა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულად გამოაცხადა, წარმოებაში უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

2012 წლიდან მამუკა ხაზარაძის ყოფილი ბიზნესპარტნიორი რამაზ ახვლედიანიც ამტკიცებს, რომ მას ლისის ტბაზე ქონება ყოფილმა ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა. რამაზ ახვლედიანი მამუკა ხაზარაძესაც ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ხაზარაძეც ხელისუფლებასთან გარიგებული და მისთვის წართმეული წილების არაკეთილსინდისიერი შემძენია.

რამაზ ახვლედიანმა 2012 წელს პროკურატურაშიც იჩივლა, სასამართლოსაც მიმართა, მაგრამ წლების განმავლობაში შედეგს ვერ მიაღწია. პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო და საქმე სასამართლოს ორ ინსტანციაში წააგო. პირველი ინსტანციის მოსამართლემ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, მეორე ინსტანციამ კი საქმის გასაჩივრების ვადა ხანდაზმულად გამოაცხადა.

რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ ხანდაზმული საქმე განსახილველად მიიღო.

მართალია უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ გამონაკლისი სწორედ იმ მესამე ინსტანციამ სწორედ დროს დაუშვა და საქმე წარმოებაში მიიღო, როცა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, როგორც თავად ამბობს, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო.

მეორე ფაქტორი, რომელიც საყურადღებოა - 2012 წლიდან რამაზ ახვლედიანის ადვოკატი შალვა თადუმაძის მეუღლე მზევინარ ანსიანი იყო.

რამაზ ახვლედიანს ლისის ტბის წყლით სარგებლობის ლიცენზიაც ჩამორთმეული ჰქონდა და შარშან 11 ივლისს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად აირჩია, სასამართლომ მისი მეუღლის კლიენტს ლისის ტბით სარგებლობის ლიცენზია დაუბრუნა. ეს იყო ხანგრძლივ დავაში მისი პირველი გამარჯვება.

დღის ამბები