18 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
"მოსამართლეები არ აკმაყოფილებენ არც კეთილსინდისიერების და არც კომპეტენტურობის კრიტერიუმებს" - ალექსანდრე ბარამიძე

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსანდრე ბარამიძე უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პროცესის გამჭირვალობამ  არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური მოსამართლეები გამოავლინა.

"პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა, პროცესი გამჭირვალედ მიმდინარეობდა, ამ გამჭირვალე პროცესმა გამოავლინა ის, რომ დანიშნულ მოსამართლეებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არ აკმაყოფილებენ არც კეთილსინდისიერების და არც კომპეტენტურობის კრიტერიუმებს," - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

დღის ამბები