26 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებზე - სტიქიას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ფილიპინებზე, მინდანაოს კუნძულზე, 6,8 მეათედი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 14 ადამიანი. დაღუპული 6 წლის ბავშვია.

მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან 60 კილომეტრის დაშორებით იყო.

 

დღის ამბები