"მე არ მგონია, რომ რაიმე დევნაა," - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, არის თუ არა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარება პოლიტიკური დევნის ნაწილი.
წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ კითხვები არსებობს და საქმე ხანდაზმული არ არის, კითხვები ნებისმიერ დროს შეიძლება დაისვას.
"მე არ მგონია, რომ რაიმე დევნაა. მე არც გამომძიებელი გახლავართ, არც პროკურორი და ეს ძალიან კარგია. არ ვიცი, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მე ვიცი ზოგადი პრინციპი, რომ თუ კანონს და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ პირისადმი შეკითხვა, სანამ საქმე ხანდაზმული არ არის, ეს კითხვა შეიძლება დაისვას ნებისმიერ დროს," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბოკერიამ პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა.