18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ირმა ნადირაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებსს

პარლამენტის ინციდენტის საქმეზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები "ევროპული საქართველოს" წევრს დაუკავშირდნენ, თუმცა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ის გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

ირმა ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ საკმაოდ მძიმე მუხლი, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში გულისხმობს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, არის არაადეკვატური.

"დამირეკეს შაბათს, რაზეც მე ვუთხარი, რომ საერთოდ არ განვიხილავდი გამოკითხვაზე მისვლის საკითხს და ვთხოვე, რომ ამ თემაზე მათ ჩემთან ზარი არ განეხორციელებინათ. ამის შემდეგ რა იქნება გამოძიების ნაბიჯები, მე არ ვიცი. არც ის ვიცი, მომივა თუ არა უწყება მაგისტრი მოსამართლისგან, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ ძალიან დაზუსტებით, რომ სერიოზულად ამ საქმეს ვერ შევხედავ.

ვიცი ის, რომ ფეკალიების საქმეა და ფეკალიებს რაც უფრო გაქექავ, უფრო სუნი დგება, მე ესეც ვიცი. შესაბამისად, დაველოდოთ რა იქნება," - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები