ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეები იკითხებიან. აღნიშნული პირები კონფლიქტის მონაწილეები არიან.
კალანდიას ადვოკატი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს, ზურაბ თოდუას თქმით, შეუძლებელია, ერთსა და იმავე უწყებას ორი საპირისპირო აზრი ჰქონდეს.
"ერთი და იგივე უწყება გენერალური პროკურატურის სახით ამტკიცებს, რომ დანაშაული ჩაიდინა x-პიროვნებამ, ხოლო მეორე შემთხვევაში ამტკიცებს, რომ დანაშაული მიხეილ კალანდიამ ჩაიდინა. მე მებადება ეჭვი, რომ აქ არის პოლიტიკური ინტერესები სხვაგვარად შეუძლებელია ერთიდაიმავე საქმეზე ორი ასეთი აზრი გქონდეს," განაცხადა ადვოკატმა.