01 მაისი 2024,   10:44
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1.4 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეცაა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 1.4 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეცაა საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო შტატების პარტნიორია და კონგრესი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას.

დოკუმენტი ახლა განსახილველად სენატში უნდა გადაიგზავნოს. ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი 738 მილიარდი დოლარი თავდაცვის სფეროზეა გამოყოფილი, რაც 22 მილიარდით მეტია გასულ წლის ბიუჯეტთან შედარებით. თანხის ნაწილი გამოყოფილია ასევე რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების პრევენციაზე.

2020 წლის ბიუჯეტში შტატების ბიუჯეტიდან საზღვარგარეთ ოპერაციებისთვის 71 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

დღის ამბები