გვიან ღამით დატოვეს პოლიციის მთავარი სამმართველო ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ და ადვოკატმა. ისინი საქმეში ამ დროისთვის არსებულ მტკიცებულებებს გაეცნენ.
დაზარალებული მხარე ელოდება, რომ ახალი მტკიცებულებების საფუძველზე საზოგადოება ბევრ სიახლეს გაიგებს და მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთება.
ცოტნეს გამსახურდიას უფლებადამცველის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, გამოძიებამ ყველა არსებულ ვერსიაზე უნდა იმუშაოს.
"მე მხოლოდ იმ მტკიცებულებებით და დოკუმენტებით ვხელმძღვანელობ, რასაც ბრალდების მხარე მაწვდის, ამიტომ ყველა ვერსიას ვუშვებ და ყველა ვერსიაზე ვთხოვ საგამოძიებო უწყებას გამოძიებას, მათ შორის ცოტნეს მიმართ პროვოკაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ადამიანები არიან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები," - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.