თბილისში მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში განთავსების შეზღუდვას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
ახალგაზრდა იურისტები ითხოვენ, დედაქალაქშიც გაუქმდეს შეზღუდვა პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით. ეს ნორმა რეგიონებში უკვე გაუქმებულია.
ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი ქმედებები ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.