14 სექტემბერი 2026,   09:57
ვრცლად
იზღუდება თუ არა რწმენის თავისუფლება ID ბარათების ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში - NGO-ების განმარტება

იზღუდება თუ არა რწმენის თავისუფლება პირადობის ელექტრონული მოწმობის ალტერნატიული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში?  ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის დაწყებამდე, მოსამართლეებმა მოქმედი ნორმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო დასკვნამდე, ისევ შესაძლებელია ე.წ. უჩიპო პირადობის მოწმობების აღება.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ელეტრონულ მოწმობებში მხეცის ნიშანია დატანილი, არადა, წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 7 წლის წინ განჩინებაში მკაფიოდ განმარტა, რომ ეს საფრთხე არ არსებობს.

"ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ რომ მათ რელიგიურ გრძნობებს ხელს უშლიდა ჩიპიანი პასპორტები ეს უკვე რეალიზებული იქნება, მაგრამ ამ საკითხზე საბოლოო სიტყვა მაინც საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის. აუცილებლად უნდა შეფასდეს ის გარემოებაც, ხომ არ შეიძლება ამ სარჩელის დაკმაყოფილებით საფრთხე შეექმნას სხვათა ინტერესებს," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის"იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა

მოსარჩელეების ადვოკატი ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებაა. 

"ვფიქრობ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებაა. როდესაც საქმე ეხება რელიგიასა და რწმენის თავისუფლებას, სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულებები, მაგალითად ის, რომ თანასწორ პირებს უნდა მოეპყროს თანასწორად და იმ ადამიანებს, რომლებიც მათი რწმენის გამო უთანასწორო მდგომარეობაში არიან, უნდა შეუქმნას გარკვეული ალტერნატიული საშუალებები," - აღნიშნა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

დღის ამბები