გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი მიმართვა დაფიქსირდა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში. მედიკოსების ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. ვირუსი ძირითადად მცირეწლოვნებშია გავრცელებული.
მაღალი ტემპერატურა და ღებინება - ეს არის ის სიმპტომები, რომლითაც მოზარდები სამედიცინო დაწესებულებებში მიჰყავთ. პედიატრების თქმით, პაციენტების ნაწილი ბინაზე მკურნალობას გადის, თუმცა უმრავლესობის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.
"გართულებები არ გვაქვს. სიმპტომი არის მაღალი, მყარი ცხელება, ძლიერი საერთო სისუსტე და ასევე ახლავს ღებინება," - განაცხადა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის პედიატრმა თეონა ტაბატაძემ