ჭიათურაში 30 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე სასწრაფოს ექიმი საუბრობს.
მისი განცხადებით, პაციენტი, სასწრაფოს გამოძახების პირველ შემთხვევაში, საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი თავად იყო.
"გამოძახება იყო ტემპერატურულ რეაქციაზე, როდესაც მივიდა მასთან ექიმი, ტემპერატურა უკვე დავარდნილი იყო, მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი. მოსმენის შედეგად, არაფერი იკვეთებოდა. მეორე გამოძახება 7-ში, გამთენიისას იყო, მაშინ უკვე მუცლის ტკივილი აღენიშნებოდა პაციენეტს, რაზეც მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად ჰქონდა გასრტროენტერიტი და ამას ყურადღებას არ აქცევდა.
ტემპერატურა 37.5 გრადუსი ჰქონდა, წნევა კი, რომელსაც მუდმივად ატარებდა გახლდათ 90-60-ზე, ხოლო ჩვენი მისვლის შემდეგ 80-60-ზე იყო. სუნთქვის სიხშირე კი 23.
ის საავადმყოფოში მეორე სასწრაფომ გადაიყვანა, პირველ შემთხვევაში კი თვითონვე იყო გადაყვანის წინააღმდეგი," - განაცხადა სასწრაფოს ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, 30 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აკისრებს. მათი განცხადებით, პირველ გამოძახებაზე სასწრაფომ პაციენტი კლინიკაში არ გადაიყვანა, რის გამოც მდგომარეობა გართულდა.