18 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ირანის კონფლიქტზე საუბრობენ 

აშშ-ირანის კონფლიქტზე, რეგიონში შექმნილ კრიზისზე და მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტიკოსები საუბრობენ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით,  ეს პროცესები გავლენას  ტურისტულ ნაკადებზეც მოახდენს.

"მსგავსი პროცესები გავლენას ახდენს არამარტო რეგიონზე, არამედ საქართველოზეც. უკვე ნათელია, რომ ნავთობზე ფასები გაიზარდა, ასევე ეს პროცესები გავლენას მოახდენს ტურისტულ ნაკადებზეც, ვინაიდან სატრანსპორტო მიმოსვლა და ფრენები, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ამიტომ ყველაზე კარგი იქნება, ეს კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად დაიძლიოს," - აცხადებს რომან გოცირიძე. 

აღნიშნულ საკითხს სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ, ისინი თვლიან, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება უკვე აქტიურად უნდა მუშაობდეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ ხელისუფლებაში აღნიშნულ თემებზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს. 

"თუ ოპოზიცია იმ აზრს ავრცელებს, რომ ასეთ დროს ხელისუფლება ამ თემებზე არ ფიქრობს და არ მსჯელობს, რა თქმა უნდა, ეს მათი მხრიდან ძალიან არასერიოზული განცხადებაა.

მოვლენები საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ვითარებაც საკმაოდ დაძაბულია, ამიტომ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ამ დროისთვის არანაირ საფრთხეს არ ვხედავ, თუ იქნება რაიმე ამ თემასთან დაკავშირებული შეხვედრები ან სხვა, ბუნებრივია, საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ," - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

დღის ამბები