20 აპრილი 2024,   06:07
ვრცლად
აფეთქება სომალიში - თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა

სომალიში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმა დედაქალაქში პარლამენტის შენობასთან მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილზე იყო დამონტაჟებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ალ-შაბააბმა აიღო.

 

დღის ამბები