18 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილება - რაულ ხაჯიმბა ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების მიღება კანონდარღვევით მოხდა და შესაძლოა არსებული რთული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.

საქმე ეხება ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას.

"გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის და სასამართლო შენობის ალყის პირობებში. მსგავსი ზეწოლის პირობებში საუბარი იმაზე, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნა მიღებული შეუძლებელია. გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში მოხდება,"- ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები