21 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ისტორიული შედეგი ლოზანაში - საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე პროგრამაში მესამე შედეგი აჩვენეს

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში საპრიზო სამეულში მოხვედრა ქართულმა დუეტმაც შეძლო.

ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ მსოფლიოს რვა საუკეთესო წყვილს შორის მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე პროგრამაში მესამე შედეგი აჩვენეს, თავისუფალ პროგრამაში კი საუკეთესო იყო. საბოლოოდ ბერულავამ და ბუტაევამ 157,29 ქულა მოაგროვეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

საქართველოს ამ დრომდე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არასოდეს მოუპოვებია. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 9 იანვარს გაიხსნა და 22 იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები