21 დეკემბერი 2024,   18:36
ვრცლად
"რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით?" - მეუფე იოანე ჟურნალისტებს

"რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით?" - ამ სიტყვებით ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ჟურნალისტებს მიმართა, რითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმუარა.

"მაინტერესებს, თქვენ რატომ არ მიმართავს?! მედია მეხუთე ძალაუფლება ხართ. ჩვენ ხომ ვითხოვეთ უკვე. პრეზიდენტის პასუხი მოისმინეთ?  არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია, დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას," - განაცხადა მეუფე იოანემ.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით კი, თუ დეკანოზ ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაშინ ის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ.

"თუ ცუდად არის, სახელმწიფო გადაიყვანს, ალბათ, დაწესებულებაში, სადაც უმკურნალებენ სათანადოდ.  როცა სინოდის სხდომა იქნება, ალბათ, ამაზე იქნება მსჯელობა," - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

 

დღის ამბები