14 სექტემბერი 2026,   10:45
ვრცლად
ელენე ფოჩხუას კლიპის პრემიერა - "წამი ჩერდება" ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ გადაიღო

ეროვნული არქივის კინოდარბაზში მომღერალ ელენე ფოჩხუას კლიპის პრემიერა
გაიმართა. კლიპი სიმღერაზე  "წამი ჩერდება" ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ გადაიღო.

გადაღებები წყალტუბოში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მთავარი გმირი თავად მომღერალია. კლიპში ელენე წარმოგვიდგენს მოგზაურ ქალს, რომელიც  ბედნიერებას ეძებს.

სიმღერა "წამი ჩერდება" კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ტექსტზე ირინა სანიკიძემ იმუშავა, ხოლო არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანია.

დღის ამბები