20 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
ანტისამთავრობო აქციები ერაყში - დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ერაყში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ბაღდადში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც ძალოვნებმა დედაქალაქში მჯდომარე აქციის დაშლა და კარვების აღება დაიწყეს.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, დაშავებულია 14 დემონსტრანტი.

არეულობაა ერაყის ქალაქ ნასისიაშიც, სადაც პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალოვნებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

დღის ამბები