13 სექტემბერი 2026,   16:44
ვრცლად
მესტიაში დიდთოვლობის გამო პრობლემებია - რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია

 დიდთოვლობამ მესტიაში პრობლემები შექმნა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნელი ნავერიანის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელი ცენტრს მოწყვეტილია. როგორც ნავერიანმა "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, დიდი ოდენობით მოსულმა თოვლმა გზის ჩახერგვა გამოიწვია დიზი-ნაკრას საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც ამ დრომდე საცობია.

"ყველა პრობლემურ ადგილზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. სამწუხაროდ, ადგილობრივი მერიის ტექნიკა სრულად არ გვყოფნის. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კი საავტომობილო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ," - განაცხადა ნელი ნავერიანმა.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მესტიის უმეტეს რაიონებში მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება, რამდენიმე სოფელში კი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონში თოვას კიდევ რამდენიმე დღე პროგნოზირებენ.

დღის ამბები