19 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია - კონგრესმენი სტივ ჩაბოტი

კონგრესმენმა სტივ ჩაბოტმა საქართველოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და ძლიერი გახდეს. კონგრესმენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების დამსახურებას სამშვიდობო მისიებში.

"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოსთან პარტნიორობას ვაფასებთ. ვაფასებთ იმას, რომ ქართველი სამხედროები ჩვენთან ერთად ავღანეთში მსახურობენ, მხარდამხარ იბრძვიან და ბევრი მსხვერპლიც გაიღეს. ეს ძალიან დასაფასებელია. გვსურს ეს ურთიერთობა უფრო გაიზარდოს და უფრო ძლიერი გახდეს. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს დიდი ხანია ოკუპირებული აქვს. თუმცა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველო ტერიტორიაა და არა რუსეთის," -  განაცხადა სტივ ჩაბოტმა.

დღის ამბები