19 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
კარანტინი იაპონიის სანაპიროსთან მდგარ ტურისტულ გემზე -  1700 მგზავრიდან 61 კორონავირუსით დაავადდა

იაპონიის სანაპიროსთან მდგარ ტურისტულ გემზე მეოთხე დღეა კარანტინია. 3 ათას 700 მგზავრიდან 61 კორონავირუსი დაუდგინდა. დააავადებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გემზე კარანტინი კიდევ ორი კვირა გაგრძელდება. ლაინერზე მგზავრების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 80 წლის მამაკაცს ვირუსი აღმოაჩნდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 638 მიაღწია. ინფიცირებულია 31 ათასზე მეტი ადამიანი. ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეაშიც. უკვე დადასტურებულია, რომ ვირუსით დაიღუპა ჩინელი ექიმი, რომელმაც ახალი ინფექციის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა .

პარალელურად, ქვეყანას ტოვებენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები. შეერთებულმა შტატებმა უხანიდან დამატებით 500-მდე მოქალაქის ევაკუაცია უზრუნველყო.

ტაივანმა თავის პორტებში ყველა საერთაშორისო საკრუიზო გემის შესვლა აკრძალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით 11 თებერვალს დაგეგმილ ფორუმზე იმსჯელებს. 

დღის ამბები