25 სექტემბერი 2020,   04:33
ვრცლად
სუსის უფროსი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობებს და შესაბამის უწყებებს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

დღის ამბები