09 სექტემბერი 2026,   05:25
ვრცლად
ლაგოდეხის საბაჟოდან სამი ადამიანი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან სამი ადამიანი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. სამივე მათგანი საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი სატვირთოზე მუშაობენ.

სპეციალისტების ინფორმაციით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მათი საკარანტინო ზონაში მოთავსება მაინც გადაწყდა, რადგან მძღოლები ბოლო რამდენიმე კვირა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კომპანიას სატვირთო მანქანები შესაბამისი დეზინფექციის შემდეგ დაუბრუნდება.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები