სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიების მახლობლად მცხოვრებ ადამიანებთან შეხვედრები გრძელდება. ორგანიზატორები დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებთან ერთად სოფელ ოძისს ესტუმრნენ და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ.
მათ ე.წ. გამყოფ ხაზთან არსებული მდგომარეობა დაათვალიერეს.
"ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს აუცილებლად დეოკუპაციის სტრატეგია. რას აკეთებს საოკუპაციო ხაზთან, რას აკეთებს ხვალ, ზეგ იმისთვის, რომ მუდმივად არ ვიყოთ მსხვერპლი რუსული აგრესიის. 55 კილომეტრი შეღობეს 2012 წლის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა და ამის სანაცვლოდ ჩვენ სამწუხაროდ არაფერს ვაკეთებთ," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.